„ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა ახალგაზრდული ფესტივალი - „შექმენი შენი კალენდარი!

„ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა ახალგაზრდული ფესტივალი, კონკურსი დამწყები მხატვრებისათვის - „შექმენი შენი კალენდარი“, რაც შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოვებული მოზარდების წარმოჩენასა და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. 


ფესტივალი 12 ახალბედა მხატვრის მიერ დანახულ 12 თვეს აერთიანებს და კალენდრად იკინძება. კომაროვის სკოლიდან აღნიშნული კონკურსის პირველ ტურში გაიმარჯვა ორმა მეცხრე კლასელმა მოსწავლემ: ლუკა თავყელიშვილმა და არჩილ თოდუამ. 


კონკურსის მეორე, ფინალური ტური გაიმართა ქალაქ ბორჯომში და 3 დღიანი ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა. ისინი დაჯილდოვდნენ სიგელებით და სამახსოვრო პრიზებით. 


კომაროვის სკოლა გამარჯვებულ მოსწავლეებს ულოცავს ამ წარმატებას!.


ზემოთ